15 აგვისტოს ვაჭრობა ლარის გამყარებით დაიწყო. Bloomberg-ის სისტემაში ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 2.57 ლარს შეადგენს. გუშინ ლარი დოლართან მიმართებით 6.5 თეთრით გაუფასურდა შედეგად დოლარის ღირებულება 2.63-მდე გაიზარდა. ევროსთან გაუფასურებამ 8 თეთრი შეადგინა, რის გამოც ერთი ევროს ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა.
საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2018 წლის ბოლოსთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.70-ს მიაღწევს. ბანკი აქამდე წლის ბოლოსთვის 2.60-იან კურსს პროგნოზირებდა, თუმცა ლირას ვარდნის საპასუხოდ ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო პროგნოზი 2.70-მდე გაზარდა.





