თბილისის მერია

წერეთლის გამზირზე, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაუქმდა და მწვანე სივრცე მოეწყობა

თბილისის მერია

დედაქალაქის მერიამ დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გააუქმა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე თქვა.

„დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე, მე-12-13-15 კორპუსების მიმდებარედ, შუა ნაწილში, მჭიდრო და შეზღუდულ ტერიტორიაზე, ოთხსართულიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო. სამწუხაროა, რომ ეს ნებართვა ჩვენს მიერ გაიცა, რომელიც არ უნდა გაცემულიყო. მაშინ ახალი მოსული ვიყავით და მუშაობა ახალი დაწყებული გვქონდა. ჩვენ ამ შენიშვნას ვიღებთ და ამ ეტაპზე, ნებართვა გაუქმებულია. მოლაპარაკება გვქონდა კერძო მესაკუთრესთან, ვისიც იყო ეს კონკრეტული ტერიტორია. შევთანხმდით, რომ  ადგილმონაცვლეობას გავაკეთებთ. მინდა, მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ამ კონკრეტულ ადგილზე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო, მითუმეტეს, სასტუმროს აშენება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძემ დიდუბის რაიონის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს დაავალა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერი მოეწყოს.

 

კომენტარები