ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში 23-24 აგვისტოსაა დაგეგმილი

Getty Images

საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი 23-24 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება. გასული 10 წლის მანძილზე ეს გერმანიის კანცლერის პირველი ვიზიტი იქნება. 

საქარელოს საგარეო უწყების თანახმად, ოფიციალურ თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას გერმანიის საელჩო დააზუსტებს.

ვიზიტის მიზანი საქართელოსა და გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განხილვაა. პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, კანცლერ მერკელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანის ამბობს, რომ კანცლერის ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია - "ამ ვიზიტს აქვს დიდი მნიშვნელობა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო იყოს მათი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი თემა" - თქვა ზალკანიანმა.

როგორც ცნობილია, ანგელა მერკელი საქარელოს გარდა კავკასიის სამხრეთ რეგიონებსაც ეწვევა.

ანგელა მერკერი თბილისში ბოლოს 2008 წლის 17 აგვისტოს იმყოფებოდა, იგი საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

კომენტარები