ამინდის პროგნოზი

შავი ზღვის სანაპიროზე, მომდევნო დღეების განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

ბათუმი
georgia.travel

სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა კი  +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 14 -16 აგვისტოს მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება.

ასევე, ქვეყნის ტერიტორიის დანარჩენ რეგიონებში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში). ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში, 14 – 15 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 16 აგვისტოს კი უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 13 – 15 აგვისტოს +26, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 16 აგვისტოს +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები