ხანძარი საბერძნეთში

საბერძნეთის კუნძულ ევიაზე ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ცენტრალური საბერძნეთის გუბერნატორმა კოსტას ბაკოიანისმა კუნძულ ევიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სადაც ძლიერი ტყის ხანძარია. 

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სოფელ სტავროსსა და კონტოდესპოტიში, საცხოვრებელი სახლები 200-მდე მოსახლემ დატოვა. 

სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 200-მდე მეხანძრე და 15-მდე საფრენი აპარატია ჩართული. მეხანძრეების ცნობით, ტყის მასივზე ხანძრის ჩაქრობაში მათ ძლიერი ქარი უშლით ხელს. უსაფრთხოების მიზნით ხელისუფლებამ ავტომაგისტრალი გადაკეტა.

ივლისის ბოლოს ათენთან ახლოს გაჩენილმა ხანძარმა სულ მცირე 91 ადამიანი იმსხვერპლა. 25 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 28 მათგანის ამოცნობის პროცედურა კი ჯერ დასრულებული არ არის. დაშავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს.

კომენტარები