ხანძარი საბერძნეთში

საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა

Reuters

საბერძნეთში, დედაქალაქ ათენის მახლობლად გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. დაშავდა 175-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი. 11 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

დაკარგულთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება. სანაპირო დაცვამ 696 ადამიანი გადაარჩინა, რომელთაც ხანძრისგან თავის დასაღწევად სანაპიროებს მიაშურეს.

გუშინ მთელი საბერძნეთის მასშტაბით 50 ცეცხლის კერა გაჩნდა, რომელთა უმეტესობის ჩაქრობა მალევე მოახერხეს, თუმცა ამ დრომდე კვლავ რჩება 10 კერა, მათ შორის კრეტაზე, კორინთში და საბერძნეთის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში.

ატიკას რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გავრცელებული ცნობით, ათენის მახლობლად ცეცხლი სამ სხვადასხვა ადგილას ერთდროულად გაჩნდა. ცეცხლის გამომწვევ მიზეზად სიცხეს ასახელებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ის განზრახ გააჩინეს. საბერძნეთმა აშშ-ს საეჭვო აქტივობების გამოსავლენად დრონების მიწოდება სთხოვა.

მეძანძრეები ცეცხლს მთელი ღამის მანძილზე ებრძოდნენ, თუმცა მის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობდა. იტალიამ, გერმანიამ, პოლონეთმა, საფრნგეთმა, ესპანეთმა და კვიპროსმა საბერძნეთში სპეციალური ტექნიკა, თვითმფრინავები და მეხანძრეები გაგზავნეს.

პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა

კომენტარები