კლუბი ბასიანი

ღამბაშიძე: რუსეთში წასვლა შეიძლება იყოს მხოლოდ ფინანსურად და პატივმოყვარეულად მომგებიანი

აირია მონასტერი. დავალაგოთ.

"ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით" სლოგანი არის ძალიან ჭკვიანური მარკეტინგული სლოგანი, მაგრამ ისეთივე უშინაარსო, როგორიც სტარბაქსის ჭიქაზე წაწერილი საქველმოქმედო შეტყობინება, რომ თითო ყავიდან 0.1 ცენტი ტაილანდელი ბავშვების კეთილდღეობას ხმარდება და ამიტომ "ჩვენ ყავას ვსვამთ ერთად, ჩვენ ვქველმოქმედებთ ერთად". ან "ჩვენ ლიმონათს ვსვამთ ერთად, ჩვენ მახათას მთაზე ეკლესიას ვაშენებთ ერთად". ერთი და იგივეა. ვიღაც კომპანიები გვამონაწილევებენ საკუთარ ბიზნესში და გვაჯერებენ, რომ ამით უფრო დიდ რამეში ვმონაწილეობთ. მაგრამ ინ ზი ენდ ცეკვა არის ცეკვა, დალევა არის დალევა.

კლუბის ინტერესები და მოცეკვავეთა ინტერესები რომ სხვადასხვა აღმოჩნდა კარგად გამოჩნდა ბოდიშით დაშლილ აქციაზე. ქლაბერების ნაწილის იმედგაცრუება გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში მათსავე გულუბრყვილობის ბრალია, რომ დაუშვეს, ცეკვის დროს ამავდროულად ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტებსაც რომ წარმოადგენდნენ და არა უბრალო მომხმარებლებს.

რაც შეეხება მოსკოვში წასულ დიჯეებს. რუსებს აქვთ სამი ძლიერი პოლიტიკური ინსტრუმენტი: ძალა, ფული, შექება. ჩვენზე ყველა გამოცდილია, მაგრამ როგორც ჩანს ყველაზე კარგად მაინც შექება მუშაობს. ტყუილად არ ამბობს ეშმაკი, ფილმში ეშმაკის ადვოკატი, რომ პატივმოყვარეობა მისი საყვარელი ცოდვაა.

მეფის რუსეთიდან მოყოლებული, ქართველები ყოველთვის მაგრად შექებულები ვიყავით. "ქართველებზე გიჟდება ყველა", "რუსულ რომანსებს ქართველები ყველაზე მაგრა მღერიან", "ქართველმა დიჯეებმა თავისუფლება დაიცვეს საქართველოში, აი რა მაგრები არიან"... მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ბანტიან გიტარას შეგიქებენ თუ ბანტიან მიქშერს?

რუსეთში წასვლა შეიძლება იყოს მხოლოდ ფინანსურად და პატივმოყვარეულად მომგებიანი და მორჩა. რაის აქტივიზმი რუსეთში? რუსი კი არა, უკრაინელი აქტივისტების დატრენინგების გამო გივი თარგამაძე ჯერ ძებნაში გადასცეს, შემდეგ ალბათ აფეთქებაც მაგათმა მოაწყვეს. ვინც კი რამე გაიფაჩუნა ყველა მოკლეს. ყველა. ხოდა გჯერათ ახლა თქვენ რომ ქართველი დიჯეები იქ სასიკვდილოდ მიდიან? მე არა.

რაც შეეხება გაბრაზებულ ხალხს, ეგრეა, ტრიო მანდილზე ღლიცინი ადვილია, აბა ის აიტანე შენ რასაც პატივს სცემ იმას რომ ეხებიან. ამას არ მოუწოდებდით იმ ხალხს, ვინც სუბელიანის მემორიალზე ცეკვის გამო გაბრაზდა?

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტ აქვეყნებს. კლუბ ბასიანის რეზიდენტები 15 სექტემბერს მოსკოვში Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავენ.

კომენტარები