გარემოსდაცვითი ზედამხედველობა: სვირში 1 პირი თევზს ელექტროშოკური აპარატით იჭერდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა.

"სოფელ მეორე სვირში, მდინარე ყვირილაზე, მოქალაქე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდა თევზის მოპოვებას. შედგა შესაბამისი აქტი. ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა", - აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები