ტერეზა მეი

ინტერნეტის სასაცილო რეაქციები, ტერეზა მეის უცნაურ რევერანსზე

დიდ ბრიტანეთში, ამიენის ბრძოლის მეასე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელსაც პრინცი უილიამი ესწრებოდა, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი პრინცს უჩვეულო რევერანსით მიესალმა.

რევერანსმა ინტერნეტში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მეი სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ხუმრობის ობიექტად იქცა. 

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მალე ტერეზა მეი "ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს დაუჩოქებს და მათთვის ილოცებს". 

პრემიერმინისტრი  სირაქლემას და "ბეჭდების მბრძანებელი"-ს ცნობილ პერსონაჟს გოლუმსაც შეადარეს.

სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურს წარსულში დედოფალ ელისაბედ მეორესა და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონთან შეხვედრისას გაკეთებული რევერანსებიც გაუხსენეს.

კომენტარები