გირჩი

ზურაბ ჯაფარიძე: არჩევნებში მონაწილეობისთვის მინდა გავხდე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

გირჩი/Girchi

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ვინაიდან ცენტრალური საარჩენო კომისია არ აძლევს საშუალებას, პრეზიდენტობის კანდიდატად პარტია გირჩის სახელით დარეგისტრირდეს, ის სახელს შეიცვლის და გახდება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

"ცესკო-მ დაგვიდასტურა რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ ვიქნები გირჩი / Girchi-ს კანდიდატი. პარტიამ რომ კანდიდატი დააყენოს, წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებულიო​ და ამ წესს ცესკო ვერ ცვლის, პარლამენტის შესაცვლელიაო. ჩემთვის და გირჩელებისთვის პრინციპული საკითხია რომ ბიულეტენში ეწეროს გირჩი

საბოლოო ჯამში ჩემთვის ხმის მიცემა, გირჩისთვის ხმის მიცემაა, რადგან ცალკე აღებული ჯაფარიძე არ უდრის გირჩს

ცალ-ცალკე გირჩამდეც გვიკეთებია რაღაცეები, მაგრამ ის რაც არის გირჩი, მხოლოდ ჩვენი ერთობლიობით შეიქმნა

რადგან ქართული საარჩევნო კანონმდებლობა საკუთარ თავზე აქვთ მორგებული მსხვილ პარტიებს და, როგორც მსხვილი ბიზნესები, ხელს უშლიან პატარა მოთამაშეების პოლიტიკურ ბაზარზე შესვლას (რისი გამოხატულებაცაა ეს კონკრეტული შემთხვევაც), გადავწყვიტეთ შემდეგი (იდეის ავტორი Dato Rogava):

ხვალ ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩემს სახელს დაემატოს ე.წ middle name - ‘გირჩი’

ანუ, რომ გავხდე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ამ გზით გირჩი მოხვდება საარჩევნო ბიულეტენში.

აქვე მინდა მივმართო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო-ს:

ვიცი რომ ასეთი ცვლილებების რეგისტრაციისთვის 60 დღე გაქვთ

თუმცა, ჩემ შემთხვევაში მგონი ყველასთვის ნათელია რომ ამ ცვლილებას არ ვითხოვ საკუთარი რეალური იდენტობის დამალვის და წარსული ცოდვების მიჩქმალვის მიზნით

შესაბამისად, იქნებ სწრაფად განახორციელოთ ამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება, რათა 1 სექტემბრიდან მომეცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურების ვადებში განხორციელებისა და კამპანიის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა

პ.ს. ასევე ვიცი რომ სახელის შეცვლა მხოლოდ ერთხელ არის კანონმდებლობით ნებადართული და, შესაბამისად, გირჩი სიკვდილამდე დარჩება ჩემს middle name-ად. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ", - წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქზე.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს არის დანიშნული. კანდიდატის რეგისტრაცია ცესკოში  უნდა მოხდეს არჩევნებამდე არაუგვიანეს 45 დღისა.

კომენტარები