შტორმი შავ ზღვაზე

დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

on.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 9 აგვისტოს, შავ ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს.

სააგენტოს ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება.

კომენტარები