დღეს შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 8 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-ბალიანი შტორმი.
ტალღების სიმაღლე პერიოდულად, 3 მეტრს მიაღწევს. ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა
ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება;
აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე