გრაჰამ ფილიპსის დაკავება

ლონდონში საქართველოს საელჩოში გამოფენაზე შეჭრისთვის Sputnik-ის ჟურნალისტი დააკავეს

გრაჰამ ფილიპსის დაკავება
Twitter

ლონდონში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ გამოფენაზე რუსული პროპაგანდისტული მედიის, Sputnik-ის ჟურნალისტი, გრაჰამ ფილიპსი დააკავეს.

როგორც თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, ის პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა და ამბობდა, რომ ომში აგრესორი საქართველო იყო.

ინციდენტთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა:

"ჩვენ ვგმობთ ამ პროვოკაციულ თავდასხმას ლონდონში საქართველოს საელჩოზე, რომელიც პირდაპირ არღვევს ვენის კონვენციით დაცულ საელჩოს ხელშეუხებლობას. ველით, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს და დროულ გამოძიებას ჩაატარებს."

ინციდენტს გამოეხმაურა დიდ ბრიტანეთში უკრაინის საელჩოც Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე:

"ჩვენ ვგმობთ ძალადობრივ და ამორალურ თავდასხმას რუსეთის პროპაგანდისტის, გრაჰამ ფილიპსის მიერ ლონდონში საქართველოს საელჩოზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიცია ჩაატარებს გამოძიებას ამ თავდასხმაზე და მის ტერორისტულ საქმიანობაზე აღმოსავლეთ უკრაინაში იმ მასალებზე დაყრდნობით, რაც ჩვენ მივაწოდეთ."

 

კომენტარები