ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018

გამოცდების ეროვნული ცენტრი - სააპელაციო განცხადებების მიღების დრო ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი

სააპელაციო განაცხადების მიიღება 9 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 15 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. [იხილეთ დეტალურად.]

აბიტურიენტები სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიონ online.naec.ge ან www.naec.gov.ge - აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური - ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი. (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა.

წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 33,674-მა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა.

 

 

კომენტარები