ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018

ფიზიკის გამოცდაში აბიტურიენტთა 25%-მა, ხოლო ქიმიაში 20%-მა, ზღვარი ვერ გადალახა

გამოცდების ეროვნული ცენტრი

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ფიზიკის გამოცდაში აბიტურიენტთა 25%-მა, ხოლო ქიმიაში 20%-მა, ვერ გადალახა. გამოცდის შედეგები დღეს გახდა ცნობილი.

ქიმიის გამოცდა 1900-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაწერა, მაქსიმალური ქულის მოპოვება ორმა მათგანმა შეძლო. ფიზიკის გამოცდა 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა წერა, მაქსიმალური ქულა კი ერთმა აიღო.

ლიტერატურის გამოცდის შედეგები ამ კვირაში გახდება ცნობილი.

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა.

წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 33,674-მა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები