თბილისის მერია

მერია ვაშლიჯვარი-მარშალ გელოვანის ესტაკადის მშენებლობას იწყებს

თბილისის მერია

თბილისის მერია სარაჯიშვილისა და მარშალ გელოვანის ქუჩების გადაკვეთაზე ესტაკადის მშენებლობას იწყებს. შესაბამის ტენდერში კომპანია "ენსისმა" გაიმარჯვა, პროექტის ღირებულება 4.3 მილიონი ლარია. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ პროექტი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობას განტვირთავს. "ვინც ამ გზაზე მოხვედრილა, დამეთანხმებით, რომ რამდენიმე წუთი, საათი გიწევს ამ მონაკვეთზე დგომა,"- ამბობს კალაძე.

როგოტრი იქნება ახალი ესტაკადა

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=R1AS-3AOMu4]

კალაძე მშენებლობის შედეგად გამოწვეული დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.  

კომენტარები