საპრეზიდენტო არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: მალე შვილიშვილები მეყოლება და ვფიქრობდი, ჩავრთულიყავი თუ არა ამ მარათონში

მინდა, რასაც ელოდოთ დიდი ხანია, ის ოფიციალურად გითხრათ. მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ეს არ მომხდარა ერთ დღეში. იცით, რომ 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ გადაწყვეტილებამდე მისვლა არის ძალიან მძიმე. მეტადრე, იცით, რომ მქონდა შვილის ქორწილი და მალე იქნებიან შვილიშვილები და მე უკვე ვიცი, რომ ამ ვალდებულებას უკვე ნაკლებად შევასრულებ და ამაზეც ვფიქრობდი ამ დღეებში, როცა ვფიქრობდი, ჩავერთო თუ არ ჩავერთო ამ მარათონში.

თქვა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდაატურა წარადგინა.

კომენტარები