ეკონომიკის სამინისტრო

გიორგი ქობულიას უწყება "ანალიტიკოსთა ჯგუფის" ჩამოყალიბებას გეგმავს

საქართველოს პარლამენტი

დღეს გიორგი ქობულიას უწყებამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნდა, რომ სამინისტრო ეძებს ახალ კადრებს "ანალიტიკური ჯგუფის" შესაქმნელად. ამ დროისთვის უცნობია რა იქნება ამ ჯგუფის საშტატო რიცხოვნობა და უშუალოდ რა ფუნქცია-მოვალეობები ექნება მას ეკონომიკის სამინისტროში. ასევე უცნობია რა ოდენობით გამოიწვევს ეს ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს შესარჩევ კონკურსს ანალიტიკოსთა ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად

სამინისტრო  განიხილავს  ნებისმიერი პირის შესაძლებლობებს, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნეს-ადმინისტრირება
  • ეკონომიკა
  • ფიზიკა
  • მათემატიკა
  • ინჟინერია
  • ფინანსები
  • აუდიტი
  • საჯარო მმართველობა

სამუშაო გამოცდილება

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება - სასურველია ეკონომიკის ან ბიზნესის სფეროებში
     

უცხო ენები

  • აუცილებელია ინგლისური ენის C2 დონეზე ცოდნა
  • სასურველია მეორე უცხო ენის ცოდნა

ასევე განიხილებიან კანდიდატები, რომელთაც შესაძლოა არა აქვთ ჩამოთვლილ კონკრეტულ სფეროებში მიღებული განათლება, თუმცა აქვთ 5 წლიანი გამოცდილება საწარმოს მართვის, აუდიტის, ფინანსური ანალიზის, ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის მიმართულებით ან/და ამავე სფეროებში საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება,"- წერია სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები