2008 წლის აგვისტოს ომი

სააკაშვილი: ვინც ამბობს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, დებილი ან იდიოტია

რუსეთის საქართველოში შეჭრის მიზანი არ იყო მხოლოდ თავდასხმა საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, არამედ ეს იყო თავდასხმა ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რადგან მაშინ ქვეყანაში უამრავი, რუსეთისთვის არასასიამოვნო რეფორმა მიმდინარეობდა- ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Настоящее Время-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა. 

სააკაშვილი ამბობს, რომ რუსეთს ეს მაშინ არ გამოუვიდა, მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" მოვიდა მთავრობაში, საქართველომ შიდა იმუნიტეტი დაკარგა და რეფორმები შეწყდა. 

სააკაშვილის თქმით, საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის მეათედიც აღარ აქვს. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო და ვინც საპირისპიროს ამბობს, ის დებილი, იდიოტი და ნაძირალაა. 

"ამორალურია იმის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ვინაიდან ამის საპირისპირო უამრავი მასალა არსებობს. ჰკითხეთ რუს დედებს, ვის შვილებსაც აგზავნიდნენ, ჰკითხეთ პოლკოვნიკ კაზაჩენკოს, რომელიც დილის 03:00 საათზე ხეობაში თავის პოლკთან ერთად შემოვიდა. ბაღაფში ცოცხალი რომ ყოფილიყო მისთვისაც შეიძლებოდა ამ კითხვის დასმა, როდესაც 24 საათით ადრე განაცხადა, რომ ის დააწყნარეს, რადგან რუსული ჯარები უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ. ამ ყველაფრის შემდეგ თუ ვინმე კიდევ ამ კითხვას მისვამს და ამბობს ის ნაძირალა, დებილი ან იდიოტია", - ამბობს სააკაშვილი. 

კომენტარები