საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ყაზბეგში მაშველებმა საუდის არაბეთის მოქალაქე გადაარჩინეს

facebook.com/EmergencyManagementService/photos

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ​მაშველებმა ყაზბეგში საუდის არაბეთის მოქალაქე გადაარჩინეს.

​ტურისტს გველეთის ჩანჩქერთან ახლოს, ბილიკზე ფეხი დაუცურდა და დაგორდა, შედეგად თავისა და ზედა კიდურების დაზიანება მიიღო.

​მაშველებმა დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.

კომენტარები