ამინდის პროგნოზი

ზღვაზე მოსალოდნელი შტორმის გამო, დღეს ბანაობა აკრძალულია

on.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, დღეს, 4 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.

"შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება", - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

მათი ინფორმაციით, აკრძალვა 5 აგვისტოს 10:00 საათამდე მოქმედებს.

უწყება მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. 

კომენტარები