საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მაშველებმა მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს

facebook.com/EmergencyManagementService/photo

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, სამგორის რაიონში მაშველებმა მდ. მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს.

​შეტყობინება ორი ახალგაზრდა მამაკაცის მდინარეში გაუჩინარებასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 1 აგვისტოს, 15:00 საათზე შევიდა.

მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს და მდინარიდან ამოიტანეს, პარარელურად გრძელდებოდა 20 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნა დღეს მოახერხეს.

​სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 6 სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფი - 40 მაშველი.

კომენტარები