არჩევნები 2018

"მოგახსენებთ მაშინ, როდესაც მივიჩნევ საჭიროდ" - იყრის თუ არა მარგველაშვილი კენჭს, უცნობია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების თარიღი დანიშნა, თუმცა, არ თქვა, იყრის თი არა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე.

"ჩემს გადაწყვეტილებას მოგახსენებთ მაშინ, როცა ამასთან დაკავშირებით ვიქნები მე ჩამოყალიბებული... ძალიან რთულია, ქვეყანაში სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ მაშინ, როდესაც მივიჩნევ საჭიროდ" - თქვა მარგველაშვილი კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.

აქვე შეგახსენებთ, რომ არჩევნებში კენჭისყრას აპირებს შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი. მან რამდენიმე კვირის წინ მოქმედ პრეზიდენტს არჩევნებისთვის თანამშრომლობა შესთავაზა, თუმცა, როგორც გუშინ თქვა, გიორგი მარგველაშვილის ამ პროცესში მონაწილეობა გამორიცხა.

"გიორგის პოზიცია ასეთია, რომ მას არ და ვერ წარმოუდგენია თავისი თავი გრძელვადიან პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობაში, შესაბამისად, მისი მონაწილეობა ამ პროცესში გამოირიცხა, როგორც თანამონაწილის, თუმცა, რა თქმა უნდა, მეც და ჩემს გუნდსაც გვაქვს მისი მხარდაჭერა და თანადგომა" - თქვა უსუფაშვილმა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები