ევროკავშირი

ყირიმის ხიდის მშენებლობისათვის ევროკავშირმა 6 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

Reuters

ევროკავშირმა 6 რუსულ კომპანიას, რომლებიც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაში არიან ჩართული, სანქციები დაუწესა.

სანქციების თანახმად 6 რუსულ კომპანიას ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ანგარიშები გაეყინებათ და მათთვის დაფინანსების მიწოდებას ევროკავშირში მოქმედი პირები და ორგანიზაციები ვეღარ შეძლებენ.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მსგავის ხიდის მშენებლობას უკანონოა და უკრაინის სუვერენიტეტს არღვევს.

"მათი ქმედებებით ეს კომპანიები მხარს უჭერენ რუსეთის მიერ არალეგალურად ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლის კონსოლიდაციას, რაც კიდევ უფრო უთხრის ძირს უკრაინის მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას." ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობა 3.6 მილიარდი აშშ დოლარი ჯდება. მისი ნაწილი ვლადიმირ პუტინმა მაისში, წინასაარჩევნო კამპანიის ბოლოს გახსნა.

კომენტარები