თიანეთის და დუშეთის სოფლებს ელექტრომომარაგება საღამომდე შეუწყდება

Creative commons

დღეს, 31 ივლისს, თიანეთის და დუშეთის სოფლებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ენერგო-პრო ჯორჯიას ცნობით, მიზეზი ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. 

  • 10:45-დან 18:00 საათამდე თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯიჯეთი, ალაჭანი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება 666 აბონენტს შეუწყდება.
  • 12:15-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ, ლუთხუბში, ზანდუკში, მაქართაში, დუმაცხოსა და მიმდებარე სოფლებში - 288 აბონენტს შეუწყდება. 
  • 12:20-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების არღუნის, ტონჩას, ჯავახიანთკარის, ვეძათხევის, დუდაურების, ველთაურთკარისა და მილახვრიანის 301 აბონენტს.

ენერგო-პრო-ჯორჯიას ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები