ევროპული საქართველოს დეპუტატის ცემა

ადიგენში ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმით, ოცნების მხარდამჭერებმა სცემეს

ადიგენის საკრებულოში ევროპული საქართველოს დეპუტატს ზურაბ შაინიძეს და მის ნათესავებს სცემეს. როგორც თავად შაინიძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, მას ფიზიკურად ქართული ოცნების მხარდამჭერები გაუსწორდნენ. დაშავებულია მისი შვილიც.

შაინიძის თქმით, დაპირისპირება სტადიონზე ბავშვების ფეხბურთის თამაშის დროს დაიწყო და ჩხუბში გადაიზარდა. შაინიძე ამბობს, რომ ოცნების მხარდამჭერები და აქტივისტები მას და მის ოჯახსა და ახლობლებს მუდმივად დევნიან და ავიწორვებენ პოლიტიკური ნიშნით.

„არჩევნები რომ მოვუგე წელს მაგათ კანდიდატს  მაგის გამოა არიან დაბოღმილები და საიდან რა დამიშავონ მე და ჩემს პოჯახს მაგაზე ფიქრობენ. ჩემი ოჯახის წევრებს, ჩევმს ნატესავებს აახლობლებს დევიან ყველას. ხელისუფლებისგანაც აქვთ მითითებები რომ დ,ააშინეთ გალახეთ, და ჩვენს აქტისისტებს სადაც დაიჭერენ ცემენ. ორი კვირის წინ გალახეს რამდენიმე, ერთს მხარი მოტეხეს, ყოველთვის არის გზაში დახვედრები, დალევენ თუ არა დაიჭერენ და ცემენ. მიქელაძეების საგვარეულო არის, რომლებიც ოცნების მხარდამჭერები არიან და მუდმივად ავიწროებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. „მოკალით არ გაუშვათ ცოცხლები იძახდა ბორის მიქელაძე ჩხუბის დროს. “ - ყვება შაინიძე ტაბულასთან საუბრისას.

შაინიძის თქმით, თავად და მისი შვილის გარდა კიდევ 5-6 ადამიანი არის დაშავებული, მისი ახლობლები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბე ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

შსს-ში ტაბულას უტხრეს, რომ ჩხუბი საფეხბურთო მატჩს მოჰყვა და "მცირე დაზიანებები ორივე მხარის წარმომადგენლებს აქვთ მიღებული".

კომენტარები