Summer Set

მუსიკალური ფესტივალი SUMMER SET-ი დღეს გაიმართება

Facebook

ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი SUMMER SET-ი დღეს გაიმართება.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოში ცნობილ ბენდებს - Cigarettes After Sex, WhoMadeWho, Koreless, Gidge და Baikal.

მოსალოდნელი ამინდის გაუარესების გამო ფესტივალი, ნაცვლად თბილისის ზღვისა, ცოტნე დადიანის 32-ში (ელექტროვაგონშემკეთებლი ქარხნის ყველაზე დიდი პავილიონი) ჩატარდება.

ორგანიზატორები თქმით, წლევანდელი ღონისძიება 2019 წლის ფესტივალის პრეზენტაციაა, რომელიც გუდაურში ყოველ წელს გაიმართება.

"ფესტივალის მთავარი დანიშნულება სხვადასხვა ტიპის ადამიანის შეხვედრაა და ამჯერად გვინდა, რომ ქლაბერები, მელომანები, სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულები გადაეკვეთონ ერთმანეთს, თავიანთი აზრები და შეხედულებები გაცვალონ. გამომდინარე იქედან, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალები ძალიან მომრავლდა, ჩვენ გადავედით ლაივ ბენდებზე, რათა უფრო გაფართოვდეს, გაიზარდოს ასაკობრივი ზღვარი. თუ ელექტრონული და რეივ კულტურა გულისხმობს ერთ სივრცეში მოქცეულ გარკვეულ ასაკობრივ სეგმენტს, ამ შემთხვევაში ეს ასაკობრივი სეგმენტი უფრო გაზრდილია და უფრო მეტად კონცენტრირებულია მწვანე ბალახზე, ღია სივრცეზე და ლაივ ბენდებზე", - ამბობს ფესტივალის პიარ მენეჯერი, ნიკა დვალიძე.

ღონისძიება პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.

კომენტარები