Summer Set

ზაფხულში თბილისში კონცერტს Cigarettes After Sex, WhoMadeWho და Koreless გამართავენ

Summer Set

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, Summer Set-ის ფარგლებში თბილისში ბენდების Cigarettes After Sex, WhoMadeWho და Koreless კონცერტები გაიმართება.

ერთდღიანი ღონისძიება 27 ივლისს გაიმართება.

Summer Set 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს და ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება. ორგანიზატორების თქმით, "ფესტივალის ახალი ჰიბრიდული მოდელის ფილოსოფია საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, 2 სცენას, სპორტის 9 სახეობას, კარვების ქალაქს და სოციალურ-კულტურულ თემებზე სხვადასხვა ვორქშოპებს აერთიანებს".

ბილეთი პირველ ეტაპზე 40 ლარი ეღირება, შემდეგ - 50 და 60 ლარი.  

ღონისძიების შესახებ ინფორმაციას გაეცანით აქ

კომენტარები