აშშ-რუსეთი

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის აშშ-ში შეხვედრა მომავალი წლისთვის გადაიდო

Al Jazeera

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომელიც აშშ-ში შემოდგომისთვის იგეგმებოდა, გადაიდო.

ბოლტონის თქმით შეხვედრა მას შემდეგ გაიმართება, რაც რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევის თაობაზე მიმდინარე ფედერალური გამოძიება დასრულდება.

"პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ პუტინთან შემდეგი შეხვედრა მას შემდეგ უნდა შედგეს, რაც რუსეთის არჩევნებში ჩარევის თაობაზე კუდიანებზე ნადირობა დასრულდება, ამიტომ, შევთანხმდით, რომ ეს მომდევნო წელს მოხდება." თქვა ბოლტონმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ჰელსინკიში ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს შემოდგომაზე აშშ-ში მიიწვევდა, რამაც როგორ დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის მხრიდან მისი მისამართით კრიტიკა გამოიწვია.

კომენტარები