ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ევროპული კინო

13 ფილმი ნოსტალგიური ევროპული ზაფხულისთვის

ოთხშაბათი, 25 ივლისი, 2018 - 21:06
tbl.ge/31nb
დაკოპირდა
მალენა. სიცილია, ულამაზესი მონიკა ბელუჩი, მასზე შეყვარებული 13 წლის ბიჭი, მამაკაცების თაყვანისცემის და ქალების შურის ობიექტი ქვრივი მალენას ისტორია
აუზი. ფრანსუა ოზონის შესანიშნავი ფილმი ასევე შესანიშნავი შარლოტა რემპლინგის მონაწილეობით. სამხრეთ საფრანგეთის ულამაზეს ბუნებაში ჩახლართული ისტორია ვითარდება - მკვლელობის გარშემო.
ფრანგული კოცნა. რომანტიკული კომედია მეგ რაიანის მონაწილეობით - ფრანგული ვენახებით და რივიერათი.
კაშკაშა მზეზე. "ნიჭიერი მისტერ რიპლის" ორიგინალი ადაპტაცია ულამაზესი ალენ დელონით პირველ მთავარ როლში.
მხოლოდ შენ. რობერტ დაუნი უმცროსისა და მარისა ტომეის ისტორია. შეუძლებელია, ეს ფილმი არ შეგიყვარდეთ - ვენეციიდან პოზიტანომდე.
თანამედროვე ოდა სიცილიას. ტილდა სვინტონი, რალფ ფაინსი, სექსი, მკვლელობა და იტალია - მეტს რას ითხოვთ ფილმებისგან?
კაპიტან კორელის მანდოლინა. თუნდაც ნიკოლას ქეიჯი გძულდეთ (გაგიგებთ), ეს ფილმი მაინც გულს გაგითბობთ. პენელოპა კრუზის ხიბლსაც ვერ გაექცევით.
ოთახი ხედით. ფლორენცია, პატარა ელენა ბონემ კარტერი, დენიელ დეი ლუისი, ჯუდი დენჩი - სხვა მიზეზი გჭირდებათ, რომ ფილმი ნახოთ?
ვიკი კრისტინა ბარსელონა. ვუდი ალენის ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ფილმი, რომელიც მხოლოდ ზედმეტად გულრგილ ადამიანს არ მოანდომებს ესპანეთში თავგადასავლების საძიებლად ჩასვლას.
და ღმერთმა შექმნა ქალი. ბრიჯიტ ბარდოს პირველი საერთაშორისო მნიშვნელობის როლი. 18 წლის ობოლი დაუღალავია სიამოვნების ძიებაში, თან სენ-ტროპეში.
მოპარული სილამაზე. ღვთაებრივად ლამაზი ლივ ტაილერი ბერტოლუჩის ძალიან ლამაზ ფილმში. ლივ ტაილერის ამერიკელი გმირი ევროპაში სიყვარულის საძიებლად ჩადის.
ფოსტალიონი - უპრეტენზიო და ლამაზი ფილმი იტალიაზე, რომელიც კარგად გვაჩვენებს ამ ქვეყნის მომხიბვლელობას
კარგი წელი. რასელ ქროუ და მარიონ კოტიარი ძალზედ რომანტიკულად დანახულ პროვანსში.

მიუხედავად იმისა, ევროპაში აპირებთ ზაფხულის გატარებას, უკვე გაგიტარებიათ, ან უბრალოდ ოცნებობთ ამაზე, ეს ფილმები ემოციურ დამოკიდებულებას გაგიმძაფრებთ და თავგადასავლების საძიებლად ევროპისკენ გამგზავრებას მოგანდომებთ. სია მით უმეტეს გამოგადგებათ, თუ უკვე გგონიათ, რომ ყველა ფილმი ან ტელეშოუ ნანახი გაქვთ და აღარ იცით, რას უყუროთ.

ევროპული კინოზაფხული ევროპაში

კომენტარები

ბოლო სიახლეები

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ძებნილი პირი დავაკავეთ - სუსი
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 21:46

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ძებნილი პირი დავაკავეთ - სუსი

ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება - გზების დეპარტამენტი
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 18:39

ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება - გზების დეპარტამენტი

BOG-ის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების  ვორკშოპი გაიმართება (რ)
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 18:29

BOG-ის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება (რ)

EU-მ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების შემდეგი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირა
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 17:43

EU-მ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების შემდეგი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირა

ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი - ლელო
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 17:17

ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი - ლელო

ყველაზე კითხვადი

'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
1'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
2ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
32015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს
4დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა
5როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕