აშშ

ამერიკელი პოლიტიკოსი გადაცემაში "ნიგერის" ძახილის გამო თანამდებობიდან გადადგა

Youtube/Screengrab

ჯორჯიის შტატის კონგრესის პალატის წევრი, რესპუბლიკელი ჯეისონ სპენსერი, იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.

ამის მიზეზი კი, შოუში "Who Is America?" მონაწილეობა გახდა. 

კომედიური გადაცემის წამყვანმა, საშა ბარონ კოენმა, ამერიკელი პოლიტიკოსი შარვალჩახდილი არბენინა და "ნიგერი" აძახებინა.

გადაცემის წამყვანმა სპენსერი მოატყუა, რომ კონტრ-ტერორიზმის ექსპერტი იყო ისრაელიდან, მის მიერ ნასწავლი ქმედებებით კი სპენსერი თავს დაიცავდა.


გადაცემის გასვლის შემდგომ, ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა, ნათან დილმა, ჯეისონ სპენსერის საქციელს შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთ ქმედებას გამართლება არ აქვს: "ჯეისონ სპენსერის საქციელი და მეტყველება შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია. ასეთ საქციელს გამართლება არ აქვს, არასდროს, ეს შემაძრწუნებელი და ამაზრზენი იყო".


სპენსერმა ჩადენილი ქმედებებისთვის ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ბურკის აკრძალვის ინიციატივით გმოსვლის შემდეგ, მას და მის ოჯახს მუქარის წერილები მისდიოდათ.

კომენტარები