ბიძინა ივანიშვილი

ხოშტარია: ივანიშვილი იხსნის პასუხისმგებლობას მისი დანიშნული ხალხის ჩავარდნებზე

ტაბულა

"ახლა მთელი ქვეყანა უნდა დავსხდეთ და ვიმარჩიელოთ, რა იგულისხმა ბატონმა ბიძინამ, რა ახალი კონსტრუქცია მოიგონა." - ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აფასებს.

"უნდა ვიმარჩიელოთ, რა ახალი კონსტრუქცია მოიგონა, ვინ იქნება ან ვინ არ იქნება. ეს იქნება ფორმალურად ქართული ოცნების თუ ფორმალურად არა ქართული ოცნების, უპარტიოს თუ რას მოიგონებს. არსებითად ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც მათ აწყობთ, იქნება მათი კანდიდატი, რა ნომერიც არ უნდა ჰქონდეს და რა სახელიც არ უნდა ერქვას, იქნება მათი მორიგი ფასადი. ამიტომ, აქ ყველაზე მთავარი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებაა, რაც პირდაპირ გამოამჟღავნა გუშინ ბატონმა ბიძინამ, ეს არის ის, რომ დიახაც, ის აკონტროლებდა ქვეყნის მართვას, ეს პირდაპირ და ღიად თქვა. დიახაც, ის იხსნის პასუხისმგებლობას იმ ადამიანების ჩავარდნებზე, ვინც მათი დანიშნული ხალხი იყო. ჩვენი ამოცანაა, რომ ვკონცენტრირდეთ, რომ ამ არჩევნებზე ოპოზიციამ იყო ძლიერი ამ არჩევნებზე, ოპოზიციური კანდიდატები იყვნენ ძლიერები და ამ საპროტესტო ამომრჩევლის მობილიზება მოვახდინოთ." - ამბობს ხოშტარია.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. ივანიშვილის თქმით, მას აქვს პოზიცია, რომ გუნდიდან არ დაასახელონ პრეზიდენტობის კანდიდატი.

კომენტარები