ივანიშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: ივანიშვილს ამდენი სიმართლე ცხოვრებაში არ უთქვამს

თავს ძალა დავატანე და ვნახე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ და თქვენც გირჩევთ რომ ნახოთ, იმიტომ რომ ამდენი სიმართლე მას ცხოვრებაში არ უთქვამს, ამ ინტერვიუში ივანიშვილმა საკუთარი პირით აღიარა, რომ მისი მმართველობის დროს, ბოლო 6 წელიწადში, საქართველოში სიღარიბე გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად არ იზრდება. მან აღიარა, რომ საქართველო ბანკების წინაშე დავალიანების კუთხით პირველ ადგილზე გავიდა მსოფლიოში და გაუსწრო პრაქტიკულად ყველა ქვეყანას. მოსახლეობის შემოსავლის, ბიუჯეტის მესამედი ხმარდება ბანკების ვალების მომსახურებას. იქვე მან ეს უტიფრად დააბრალა ორ სხვა ბანკს და ასევე თავის მთავრობის პაიკებს. მართალია, რომ საქართველოს ბანკი და თიბისი არის მსხვილი ბანკი, მაგრამ თიბისის სწორედ ივანიშვილმა გადასცა უზარმაზარი ქონება ჩემ ინიცირებულ ლაზიკის პორტში, ანაკლიაში და ასევე თბილისის ცენტრში, იმის სანაცვლოდ, რომ ივანიშვილის და კალაძის მფლობელობაში მყოფი წამგებიანი ბანკი ძვირად იყიდა თიბისიმ. ივანიშვილმა გააკეთა ფული, სამაგიეროდ თიბისიმ მიიღო დიდი ქონება. ივანიშვილს დაავიწყდა იმის თქმა, რომ მისი ბანკის ქართუს აქტივები ბოლო წლებში 4-ჯერ გაიზარდა, სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე. ქართუ არის ყველაზე სწრაფად მზარდი მევახშე ინსტიტუტი საქართველოში. მან ბევრი ილაპარაკა თავის ქველმოქმედებაზე და თქვა, რომ ბიზნეს ინტერესები არ აქვს საქართველოში  და დაავიწყდა თავის მფლობელობაში მყოფი ხე-ტყის ბიზნესი, ოქროს ბიზნესი და სხვა ბიზნესები, რომლებიც სასათბურე პირობებში უზარმაზარი შემოსავლის მომტანია ივანიშვილის ჯიბეში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერის ბიძნა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ.

კომენტარები