ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ჰკითხონ კვირიკაშვილს, რამდენად ვმართავდი - მცდელობაც არ მქონია

რა თქმა უნდა, ის, რომ მე არაფორმალურად არ ვმართავდი არც მთავრობას და მითუმეტეს ხელისუფლებას, ამის კარგი მაგალითი თუ ნებავს ოპოზიციას, ჩვენ მეგობრულად რომ არ დავშორებულვართ კვირიკაშვილთან, გაიგო უკვე საზოგადოებამ და ამაზე დღესაც ბევრი ვისაუბრე, აგერ არის ის კაცი და თქვას, რამდენად ვმართავდი და რამდენად ვერეოდი მე მის ფუნქციებში. რა თქმა უნდა, ასე არ იყო, მცდელობაც კი არ მქონია, ძირითადი მცდელობა მქონდა სწორედ ამ ნაწილში ეკონომიკის, რომ ბანკებმა გადაჭამეს ქვეყანა და რეგულაციები უნდა შემოგვეღო, რასაც ვერაფრით ვერ მივაღწიე. სხვა საკითხებში არავითარი დაჟინებითი მოთხოვნები მე არ მქონია და არავითარი ხშირი ზარები, თვითონ თუ რამე ფორმალურ ზარებს გამიკეთებდა და შემეკითხებოდა, მათზე, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი, ეს კარგი მაგალითია, აგერ არის ის კაცი, აღარ არის ჩემი მეგობარი დღეს და კითხონ, რამდენად ვმართავდი

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში - აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან, არაფორმალური მართვის შესახებ.

კომენტარები