ტყიბულის შახტა

გადადგეს "საქნახშირის" ადმინისტრაცია - ტყიბულში აქცია მიმდინარეობს

ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

ტყიბულელები კულტურის სახლთან შეიკრიბნენ. ისინი"საქნახშირის" ადმინისტრაციის გადაყენებას და ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთანაც ითხოვენ შეხვედრას. ისინი პრემიერს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. 

"მანქანებით მოვივლით მთელ ქალაქს, მოსახლეობას მოვუწოდებთ რომ სემოგვიერდნენ, დახურონ მაღაზიები და სხვადასხვა დაწესებულებები, რათა მოხდეს ქალაქის პარალიზება",- ამბობენ აქციის მონაწილეები. 

მათივე თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი აქციებს გააგრძელებენ და პროტესტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. 

ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელთა გათავისუფლებასაც მეშახტეები ითხოვენ, თანამდებობებს დღესვე დატოვებენ.

აქცია ტყიბულში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 16 ივლისს მინდელის შახტში კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შახტის ერთ-ერთ უბანზე აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა

კომენტარები