ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე და ძალიან ბევრი სასაცილო ინტერპრეტაციაც. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მე მივმართე პრემიერს თხოვნით, გავეთავისუფლებინე დაკავებული თანამდებობიდან. აბსოლუტურად არავის არც თხოვნა ყოფილა და არც მოთხოვნა, ჩემი თხოვნა იყო პრემიერისადმი, რომ დაკავებული თანამდებობიდან გამათავისუფლოს, ამაში ვერაფერს საოცარს ვერ ვხედავ.
მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ უკვე დაახლოებით 22 წელია, საჯარო სამსახურში ვმუშაობ, ვფიქრობ, რომ დროა, ჩემი ცხოვრების ნაწილი ჩემს მცირეწლოვან შვილებსაც დავუთმო





