ყალბი ტელეფონები

საგამოძიებო: ორი მეწარმე იაფფასიან ჩინურ ტელეფონებს ნოკიას სასაქონლე ნიშნით ყიდდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ნოკიას ტელეფონების გაყალბების ორი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიების ინფორმაციით, ორი მეწარმე იაფფასიან ჩინურ ტელეფონებს NOKIA-ს სასაქონლე ნიშნით ყიდდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში, მობილური ტელეფონებითა და მისი აქსესუარებით მოვაჭრე ორი მეწარმე სუბიექტი ჩინური წარმოების იაფფასიანი მობილური ტელეფონების ნიშანდებას NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით ახდენდა და მის რეალიზაციას ბრენდირებული ტექნიკის სახით ახორციელებდა. გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი.' - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

კომენტარები