აშშ-რუსეთი

პუტინი ტრამპთან შეხვედრას და ჰელსინკის სამიტს წარმატებულს უწოდებს

Guardian

ვლადიმირ პუტინი ტრამპთან შეხვედრას და ჰელსინკის სამიტს წარმატებულს უწოდებს, ტრამპის ოპონენტებს აკრიტიკებს და NATO-ს აფრთხილებს. 

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ და რუსეთი "პოზიტიური ცვლილებების გზაზე დგანან", ტრამპის ოპონენტები კი პროცესს აზიანებენ. 

ხუთშაბათს, 19 ივლისს გამართულ შეხვედრაზე პუტინმა რუს დიპლომატებს უთხრა, რომ აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობები "ზოგი მიმართულებით იმაზე ცუდია, ვიდრე ცივი ომის დროს იყო, მაგრამ ტრამპთან შეხვედრამ მათ პოზიტიური ცვლილებების გზაზე დადგომის საშუალება მისცა". 

"ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები" - თქვა პუტინმა და წუხილი გამოხატა იმის შესახებ, რომ აშშ-ში გაურკვეველი ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ურთიერთობების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით კი თანამშრომლობას სირიის ომის და არმიის კონტროლის კუთხით. 

მისივე თქმით, რუსეთი რჩება ღია კონტაქტზე აშშ-სთან. რუსეთის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა, იმედი გამოთქვა, რომ პუტინს და ტრამპს შორის სიტყვიერი შეთანხმებები მართლაც შესრულდება.

დონალდ ტრამპი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა. ჰელსიკნის სამიტს ტრაგიკული შეცდომა უწოდა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორის, არნოლდ შვარცენეგერის თქმით, კი ტრამპი პუტინთან იდგა, როგორც "პატარა, სველი მაკარონი".

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 16 ივლისს ჰელსინკიში შეხვდნენ. რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა შეხვედრების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, წაიკითხეთ აქ.  

კომენტარები