იცით რა, შეიძლება, რა თქმა უნდა, მივიდე [განმეორებით გამოკითხვაზე]. შეიძლება, იყოს დასაფიქსირებელი პოზიცია. სხვათაშორის, მე მინდა ვთქვა, რომ ალბათ შეცდომა იყო ის, რომ პირველად როცა მივედი პროკურატურაში, არ გავასაჯაროვე ეს მისვლა. მე დასამალი არაფერი არ მაქვს, მინდა შეგპირდეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ნებისმიერი კომუნიკაცია უკვე პროკურატურის მხრიდან, მე თვითონ გავაცნობ საზოგადოებას და ვეტყვი - მეგობრებო, ხვალ მივდივარ პროკურატურაში. რომ გამოვალ იქიდან, რისი თქმის უფლებაც მექნება, იმასაც გავაცნობ. მე არა მაქვს დასამალი
tbl.ge/31a8
დაკოპირდა

ყოფილი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი TV პირველის ეთერში, გადაცემაში "რეაქცია". ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე, ქუმსიშვილი და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე პროკურატურამ გამოკითხა.
ამავე თემაზე
- 9 რეგიონში, სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულზე 10 პირი დააკავეს, 18-ს ბრალი წარედგინა – სუს
- "ერთმა 400, მეორემ 600 ლარის ქრთამი აიღო" – საგამოძიებომ კორუფციისთვის 2 პირი დააკავა
- კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული
- POG რკინიგზის საქმეზე დაკავებულების პატიმრობას მოითხოვს, 2 პირის მიმართ ძებნა ცხადდება
- "საქმე ეხება რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელობის კორუფციულ სქემებს" - 8 პირს ბრალი წარედგინა




