ამინდის პროგნოზი

"წვიმა, სეტყვა და ქარი" - როგორი ამინდი იქნება 23 ივლისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-დან 23 ივლისამდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას ვარაუდობენ. მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შეიძლება საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები