ფეხბურთი

რონალდო: იუვენტუსში არდადეგებზე არ ჩამოვსულვარ, მინდა კლუბის ისტორიაში ჩავეწერო

Guardian

კრისტიანო რონალდო უკვე იტალიაშია. ის იუვენტუსის ფანების წინაშეც წარსდგა და 7-ნომრიანი მაისურიც მოირგო. 

ფეხბურთელი რეალშიც ამავე ნომრიანი მაისურით თამაშობდა. 

"აქ იმიტომ ვარ, რომ ეს ჩემი კარიერისთვის ახალი გამოწვევაა. კომფორტის ზონაში არასდროს ვრჩები. ეს დიდებული კლუბია. პატივისცემით ვიტყვი, რომ როგორც წესი, ჩემი ასაკის ფეხბურთელები სათამაშოდ ყატარში ან ჩინეთში მიდიან. კარიერის ამ ეტაპზე ასეთ მნიშვნელოვან და შესანიშნავ გუნდში მოსვლა ძალიან ბედნიერს მხდის. სწორედ ამ შესაძლებლობისთვის ვარ იუვენტუსის მადლიერი. მინდა, იუვენტუსში ჩემი კვალი დავტოვო. აქ შვებულების გასატარებლად არ ჩამოვსულვარ. მინდა ვაჩვენო, რომ სხვებს არ ვგავარ, მე განსხვავებული ვარ", - თქვა ფეხბურთელმა.

კრისტიანო რონალდომ მადრიდის რეალი გასულ კვირას დატოვა და ტურინის იუვენტუსში გადავიდა.

იუვენტუსმა პორტუგალიელი ვარსკვლავი 100 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

33 წლის ფეხბურთელი მადრიდის რეალში 2009 წლიდან თამაშობდა, ის იქ მანჩესტერ იუნაიტედიდან, 94 მილიონი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ გადავიდა.

კომენტარები