ქენდის სვეინპოული

ქენდის სვეინპოულის პასუხი მათ, ვინც მშობიარობის შემდეგ წონის გამო გააკრიტიკა

facebook.com/FashionHolicsOnline

ვიქტორია სეკრეტის მოდელს, ქენდის სვეინპოულს 12 დღის წინ მეორე შვილი შეეძინა.

რამდენიმე დღის წინ ფოტოგრაფებმა სვეინპოულს სანაპიროზე სურათები გადაუღეს, სადაც მას საცურაო კოსტუმი აცვია. სურათებს ინტერნეტ სივრცეში მომხმარებლებისგან კრიტიკა მოყვა, იმასთან დაკავშირებით რომ ქენდის სვეინპოულმა წონაში მოიმატა.

მოდელმა კრიტიკას საკუთარ ინსტაგრამზე უპასუხა. მისი თქმით, ის წონის გამო თავს შერცხვენილად არ გრძნობს.


ფოტო: Instagram.com

"ეს მე ვარ მშობიარობიდან 12 დღის შემდეგ. თუ თქვენ ცუდის თქმა გინდათ ამასთან დაკავშირებით, საკუთარ თავებს მიხედეთ. საზოგადოებას შეუძლია იყოს ძალიან სასტიკი ერთმანეთის მიმართ. ქალებისთვის სილამაზის სტანდარტების დაცვა ასეთ დღეებში შეუძლებელია - მე თავს შერცხვენილად არ ვგრძნობ ჩემი მშობიარობის შემდეგი მუცლის გამო, პირიქით ამაყი ვარ. ჩემი ბიჭი 9 თვის განმავლობაში მუცლით ვატარე, ვფიქრობ ვიმსახურებ იმას, რომ მქონდეს პატარა მუცელი. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მოდელი ვარ? ჩვენც ნორმალური ადამიანები ვართ, ამიტომ გთხოვთ, მომეცით საშუალება სანაპიროზე მშვიდად ვისიამოვნო." - დაწერა მოდელმა.

კომენტარები