გიორგი ქობულია

ქობულია: მინისტრობის შემოთავაზების მერე ივანიშვილს შევხვდი, პრინციპები დაემთხვა

მე წინადადება გამიკეთა მამუკა ბახტაძემ, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ერთხელ მყავდა ნანახი. მას სმენია ჩემ შესახებ და ალბათ გაიკითხეს, გამოიკითხეს და გადაწყვიტეს, რომ ამ კვალიფიკაციის ადამიანი სჭირდებოდათ. ამ თვალსაზრისით მე მან გამიკეთა წინადადება და მე დავინტერესდი. გულახდილად გეტყვით, რომ მე მაქვს პრიორიტეტი, ყოველთვის მინდოდა საქართველოში დაბრუნება და რაღაცის გაკეთება. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევა და დიდი ინტერესია. ამ წინადადებას სერიოზულად გავეცანი. ამის შემდეგ მე შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ იგი არის პარტიის ლიდერი და რა თქმა უნდა მე მაინტერესებდა რამდენად ეთანხმებოდა ჩემი ხედვა და ბიძინა ივანიშვილის ხედვა, როგორც პარტიის ხელმძღვანელის. მისგან მინდოდა რჩევა მეკითხა და გამეგო, რისი გაკეთებაც მე მინდა, თუ ეს მისაღები იქნება, ამ კონტექსტში. მე ეს გავაკეთე. შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ ალბათ ბოლო სამი კვირის განმავლობაში. პრინციპები დაემთხვა. ჩვენ კი არ ვილაპარაკეთ, რომ საშუალო და მცირე ბიზნესი განვავითაროთ, პრინციპებზეა საუბარი და პრინციპები დაემთხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ გავაკეთებთ იმას, რაც მიუღებელია ჩემი პრინციპებისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ ეს განცხადება დღეს, პარლამენტში გააკეთა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

კომენტარები