შსს

შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა

შსს

შსს-ის ცნობით, 12 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიულად დაეშვა.

უწყების განცხადებით, ბორტზე სამი მფრინავი, 1 მესაზღვრე და საპატრულო დეპარატმენტის 1 წარმომადგენელი იყო. ისინი დაშავდნენ, თუმცა, მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ეკიპაჟის წევრები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

"ვერტმფრენის გაფრენა ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში როტაციის, სურსათით, საწვავ-საპოხი მასალებითა და მატერიალურ - ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკლვევა", - აცხადებს შსს. 

კომენტარები