NATO-ს სამიტი ბრიუსელში

ტუსკი ტრამპს: აშშ-ს არასდროს ჰყოლია და არც ეყოლება ევროკავშირზე უკეთესი მოკავშირე

Getty Images

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ რუსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ტრამპს მოუწოდებს, მოკავშირეები დააფასოს. 

ტუსკმა თქვა: 

"ძვირფასო ამერიკა, დააფასე შენი მოკავშირეები, ბოლოს და ბოლოს,ისინი არც ისე ბევრი გყავს". 

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ტრამპის ტვიტს უპასუხა, რომელმაც, თავის მხრივ, დაწერა: 

"მივდივარ ევროპაში ნატოს სამიტზე დასასწრებად. NATO-ს პირველად ვხვდები. აშშ სხვა ქვეყნებზე ბევრად მეტს ხარჯავს მოკავშირეების დასაცავად. ეს უსამართლო საქციელია ამერიკელი გადასახადების გადამხდელების მიმართ. ამასთან, ჩვენ დავკარგეთ 151$ მილიარდი ევროკავშირთან ვაჭრობისას, მაღალი ტარიფების გამო". 

ასევე, ტრამპს შენიშვნები აქვს თავდაცვის კუთხით ევროპის მიერ გაღებულ ხარჯებთან დაკავშირებითაც. 

"NATO-ს ქვეყნებმა მეტი უნდა გადაიხადონ, აშშ-მ - ნაკლები. დიდი უსამართლობაა". 

დონალდ ტუსკი ამბობს, რომ ევროკავშირი თავდაცვაზე ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე რუსეთი და დაახლოებით იმდენს, რამდენსაც ჩინეთი. 

ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰყოლია და არც ეყოლება ევროკავშირზე უკეთესი მოკავშირე და პრეზიდენტს შეახსენა იმ ევროპელი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც იბრძოდნენ და დაიღუპნენ ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. 

ტუსკისვე თქმით, როდესაც ტრამპი 16 ივლისს პუტინს შეხვდება, კარგი იქნება თქვას, ვინ არის მისი სტრატეგიული მეგობარი და ვინ - მისი სტრატეგიული პრობლემა. 

გასულ თვეში ამერიკის შეერთებულმა შტატების გადაწყვეტილებამ, გაეზარდა გადასახადები ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე კანადიდან, მექსიკიდან და აშშ-ის სხვა მოკავშირე ქვეყნებიდან, უკმაყოფილება გამოიწვია. 

ევროკავშირმა აშშ-ის ამ ნაბიჯს სხვადასხვა პროდუქტის იმპორტზე ტარიფების გაზრდით უპასუხა, მათ შორის მოტოციკლებსა და ფორთოხლის წვენზე.

სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირთან დადებითი სავაჭრო ბალანსი 2017 წელს 140 მილიარდი აშშ დოლარი იყო. 

NATO-სთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ წევრმა ქვეყნებმა არ გაზარდეს თავდაცვის ბიუჯეტი მიზნობრივ მაჩვენებლამდე, მშპ-ის 2%-მდე. 

ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ სამხედრო დანახარჯებს გაზრდიან 2024 წლისთვის, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ ეხებათ გერმანიას და ესპანეთს. 

ნატოს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება. წევრი ქვეყნები და მოკავშირეები NATO-ს თავდაცვისა გაძლიერების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და სამხედრო ხარჯების ტვირთის თანაბრად განაწილების შესახებ იმსჯელებენ. 

კომენტარები