დროებითი საგამოძიებო კომისია

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს 51-ე სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრებიან

მეორე არხი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს 51-ე სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრებიან. კომისიის წერვების თქმით, შეხვედრა სამკაციან ფორმატში გაიმარტება და ისინი არასრულწლოვანი თვითმხილველების ჩვენებებს დააზუსტებენ. 

კომისიამ უკვე გამოკითხა 51-ე სკოლის მანდატურები, სეხვედრა გუშინ დახურულ ფორმატში გაიმართა.

„სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურებსა და მანდატურის სამსახურს შორის არ ხდება ფუნქციების გადანაწილება. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები ყურადღების მიღმა არის დატოვებული და ის პრობლემა რაც არის 51-ე სკოლაში, პრაქტიკულად არის ყველგან.“- თქვა კომისიის წევრმა სერგო რატიანმა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ხვალ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების დაკითხვით გაგრძელდება. დაგეგმილია დამოუკიდებელი ექსპერტიზის მოსმენაც. 

კომისიამ უკვე გამოკითხა საქმის პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი, ასევე დაღუპულების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მშობლები, სკოლების დირექტორები და ორი თვითმხილველი მოზარდი. 

დაგეგმილია მაღალი თანამდებობის მოქმედი და ყოფილი პირების გამოკითხვაც, მათ შორის იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასი და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის. 

ხორავას ქუჩაზე მოზარდებმა 1-ლ დეკემბერს იჩხუბეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ორი არასრულწლოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. კომისიის სხდომებზე გაირკვა, რომ ჩხუბის დროს დაიჭრა კიდევ ერთი არასრულწლოვანი. 

კომენტარები