ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ ბლაგვი საგნით არის დაჭრილი.
მამაკაცს ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)


