თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 10 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო  10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, კოლმეურნეობის მოედნის, გულბანის და ვეკუას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ზაქარიაძის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომენტარები