ზვიად დევდარიანის ადვოკატი: შესაძლოა, CiDA-ს ხელში ჩასაგდებად იყო ეს ყველაფერი

სიდა არის ერთ-ერთი სერიოზული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დააფუძნა ზვიად დევდარიანმა. იკვეთება და არის მთელი რიგი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ამ ორგანიზაციის ხელში ჩასაგდებადაც ყოფილიყო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დაფინანსება ჰქონდა სიდას, 3 მილიონს მიაღწია მისმა ბიუჯეტმა, ქალთა უფლებებზე მუშაობდა და ჩვენ სწორედ კვირის ბოლოს გვექნება, იმ ფოკუს ჯგუფების მიერ როგორ დაიწყო კამპანია, როგორ შეიძლება ეს ფინანსები ხელში ჩავიგდოთ, რატომ უნდა იყოს ზვიად დევდარიანი და ა.შ...

ზვიად დევდარიანის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია სექსუალური შევიწროების საქმის შესახებ საუბრობს. დევდარიანს 10-მდე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშულებს, საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს. პარალელურად, დევდარიანი პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში ჩივის.

კომენტარები