2018 FIFA world cup

რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

twitter

ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა - მასპინძელი ქვეყნის გუნდი ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში ხორვატიის ნაკრებმა დაამარცხა. 

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში რუსმა ჩერიშევმა 31-ე წუთზე გახსნა. 39-ე წუთზე ხორვატმა კრამარიჩმა გაათანაბრა.

მეორე ტაიმში გოლი არ გასულა.

დამატებით დროში კი გოლი ჯერ ხორვატმა დომაგოი ვიდამ გაიტანა, შემდეგ კი ფერნადნესმა გაათანაბრა - 2:2

ხორვატიის ნაკრებმა რუსეთის ნაკრები პენალტების დაძაბულ სერიაში დაამარცხა. გამარჯვების გოლი ივან რაკიტიჩმა ჩაიწერა. 

დღევანდელ მატჩში ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება და ოუპანტი ქვეყნის, რუსეთის საფეხბურთო ნაკრების დამარცხება ქართველ გულშემატკივრებსაც სურდათ. 

 

ნახევარფინალში ხორვატია ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება, მატჩი 11 ივლისს გაიმართება. 

კიდევ ერთი ნახევარფინალური მატჩი საფრანგეთსა და ბელგიას შორის 10 ივლისს შედგება. 

კომენტარები